ბრენდის ისტორია

ისტორია

 

mazdaassemblyline1937 profile 08

 


Mazda Motor Corporation (マツダ株式会社 Matsuda Kabushiki-gaisha) 

Mazda Motor Corporation, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც Mazda, იაპონური ავტომწარმოებელია, რომელიც იაპონიაში მდებარეობს, კერძოდ Fuchū -ში, რაიონ Aki-ში , Hiroshima-ს პრეფექტურაში.
2007 წელს Mazda-მ აწარმოა თითქმის 1.3 მილიონი ავტომობილი გლობალური გაყიდვებისთვის. 2011 წელს, Mazda უკვე იყო სიდიდით მეთხუთმეტე ავტომწარმოებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 


ისტორია (2010 – 2013)

 


Mazda-მ მოღვაწეობა 1920 წელს იაპონიაში, ჰიროსიმაში დაიწყო, როგორც Toyo Cork Kogyo Co.,Ltd,. 1927 წელს Toyo Cork Kogyo-ს სახელი გადაერქვა და ეწოდა Toyo Kogyo Co., Ltd. 1920-იანი წლების ბოლოს, კომპანია გაკოტრების გზაზე იდგა და მისი ხსნა ამ მდგომარეობიდან Hiroshima Saving Bank-მა და Hiroshima-ს სხვა ბიზნეს ლიდერებმა შეძლეს. 1931 წელს Toyo Kogyo მანქანის ინსტრუმენტების წარმოებიდან Mazda-Go autorickshaw-ს მიერ დანერგილ ავტომობილებზე გადავიდა. Toyo Kogyo აწარმოებდა იარაღს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე იაპონიის სამხედრო ძალებისათვის. 1984 წელს კომპანიამ უკვე ფორმალურად დაირქვა სახელი Mazda, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტომობილი, რომელიც მანამდე გაიყიდა, ამ დასახელების იყო. 1960 წელს Mazda R360 იქნა წარმოდგენილი, რომელსაცსაც 1962 წელს Mazda Carol მოჰყვა.

 

 

Mazda Cosmo Sport


1960-იანი წლების ბოლოს, Mazda-ში NSU Ro 80-მ გამოიწვია შთაგონება და გადაწყვიტა მთელი საწარმოო ძალისხმევა ჩაედო Wankel-ის ტიპის ძრავების განვითარებაში, რითიც ის მომავალში თავს განისხვავებდა სხვა იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიებისგან. ამ მიზნით კომპანიამ საქმიანი თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია NSU-სთან და 1967 წელს Cosmo Sport-ის ლიმიტირებული რაოდენობით წარმოებას შეუდგა. ის ამ საქმიანობას დღემდე აგრძელებს Pro Mazda Championship-თან ერთად და თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც საავტომობილო ბაზარზე Wankel-ის ტიპის ძრავების ერთადერთ მწარმოებლად. ეს მოხდა, ძირითადად by way of attrition (1970-იანებში NSU და Citroën-მა უარი თქვა დიზაინზე, General Motors-ის ძალისხმევამ კი, Corvette-ს პროტოტიპი შეექმნა, უშედეგოდ ჩაიარა).
Mazda-ს მიერ ყურადღების მიქცევის მცდელობებმა გაამართლა, რამდენადაც მან მის მიერ წარმოებული მანქანების ექსპორტი დაიწყო. ორივე სახის მოდელებმა, როგორც იმ დროისათვის პოპულარულმა სტანდარტულმა, ასევე როტორულმა, საკმაოდ მალე გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში. მბრუნავი მოდელები სწრაფად გახდა პოპულარული მათი კარგი ძალისა და მსუბუქი წონის კომბინაციის დამსახურებით, განსხვავებით სტანდარტულ ძრავიან კონკურენტებისგან, რომლებიც საჭიროებდნენ უფრო მძიმე, V6 და V8, ძრავებს იგივე ძალის გასავითარებლად. R100 და RX სერიებმა (RX-2, RX-3 და RX-4) დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის საექსპორტო გაყიდვებში.


1968 წლის განმავლობაში, Mazda-მ დაიწყო ფორმალური ოპერაციები კანადაში (MazdaCanada), თუმცა ამ ფირმის ავტომობილები იქ ჯერ კიდევ 1959 წლიდან იყო შემჩნეული. 1970 წელს, Mazda უკვე ოფიციალურად შევიდა ამერიკულ ბაზარზე (Mazda North American Operations) და საკმაოდ წარმატებულადაც. ის ისე შორს წავიდა, რომ შექმნა Mazda-ს როტორულ ძრავიანი პიკაპი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის მყიდველებისათვის.
დღესდღეისობით, Mazda რჩება ერთადერთ ავტომწარმოებლად, რომელიც Wankel-powered pickup truck აწარმოებს). გარდა ამისა, ის ასევე არის ერთადერთი მარკა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როტორულ -კვებიან ავტობუსებს (the Mazda Parkway მხოლოდ იაპონიაში იყიდება) და სადგურის ფურგონებს. ცხრა წლიანი განვითარების შემდეგ, Mazda-მ როგორც იქნა, გაყიდვაში ჩაუშვა თავისი ახალი მოდელი აშშ-ში 1970 წელს.
Mazda-ს თავბრუდამხვევი წარმატება 1973 წლამდე გაგრძელდა, რომელიც ნავთობის კრიზისმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მყიდველი გადაერთო შედარებით ეკონომიურ საწვავიან მოდელებზე, „გაუმაძღარი“ როტორულ-ძრავიანი ავტომობილების გაყიდვების დონე მკვეთრად დაეცა.

იმის გამო, რომ იაპონიაში ნაკლებ ეფექტურ ავტომწარმოებლად მიიჩნეოდა, ამერიკულ ბაზარზე კი არ ქონდა წვდომა საჭირო ინვენტარზე, 1975 წელს კომპანიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა. Toyo Kogyo უკვე გაკოტრების გზაზე იდგა, როცა ის Sumitomo keiretsu-ს ჯგუფის ინტერვენციამ გადაარჩინა, კერძოდ, Sumitomo Bank-მა და ქვეკონტრაქტორმა კომპანიებმა. საბედნიეროდ, კომპანიას მთლიანად არ უარყვია თავისი სტანდარტული ძრავები, ის ისევ აწარმოებდა ოთხ ცილინდრიანი მოდელების დიდ ნაწილს 1970-იან წლებში, რამდენადაც ეს პატარა დეტალი Mazda-ს საერთაშორისო გაყიდვებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.


Mazda RX-7 (პირველი თაობა)


Mazda-მ თავისი ძალები როტორული ძრავების სპორტული ავტომრბოლელებისათვის შეთავაზებისკენ მიმართა rather than a mainstream powerplant.. ის ამ გეგმას მისდევდა 1978-ში შედარებით მსუბუქი RX-7-ის, შემდგომ კი თანამედროვე RX-8-ის გამოშვებით. მას მოჰყვა კიდევ ერთი მსუბუქწონიანი სპორტული მანქანის, the piston-powered Mazda Roadster-ის გამოშვება, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც MX-5 და Miata. ეს ახალი მოდელი 'jinba ittai'-ის კონცეფციით იყო შთაგონებული. გვიანი 1970-იანი წლების უარყოფის შემდეგ, 1989 წელს, Roadster საყოვეთაოდ იქნა აღიარებული, როგორც პატარა სპორტული მანქანების კონცეფციის ამაღორძინებლად.

 


 

Mazda Motor Show Poster



 

მემკვიდრეობა

galerie kodo 1


'KODO - Soul of Motion'


KODO captures the very instant energy becomes motion. It's the muscular beauty you see when an animal pounces, or when a human leaps into action. Everywhere you look, this dynamic poise is enhanced by elegant detail. The five-point grille, defining body lines and powerful stance all show our design philosophy in action.

The 'KODO – Soul of Motion' design direction has shaped the dynamic style and premium presence of All-New Mazda2, Mazda3, New Mazda6,

CX-5, CX-9 and our first small SUV, Mazda CX-3.

To further explore the beauty of 'KODO – Soul of Motion', Mazda Design is now pursuing new challenges in product and craftsmanship to stimulate and enrich daily life.

 

მუზეუმი

 

Mazda Museum


ძირითადი ინფორმაცია


გზამკვლევი


მუზეუმის განლაგება



guide 08 en 1


1. მთავარი ჰოლი

guide 01

ჰოლში განთავსებულია მაზდას ძირითადი მოდელები წარმოების დაწყების დღიდან დღემდე.



2. კომპანიი ისტორიის კუთხე

guide 02

დეტალურად და მაქსიმალურად დასურათებული  გამოფენა რომელ;იც სათავეს კომპანიის დაარსებიდან -1920 წლიდან იღებს.

ქრონოლოგიურად გამოფენილია თითოეული მნიშვნელოვანი მიღწევა, ჯილდო თუ ტექნოლოგიური Know-How, რომელსაც კომპანიამ წლების მანძილზე მიაღწია.


 

3. როტორული ძრავები 

guide 03

როტორული ძრავების კუთხე რომელმაც გადატრიალება მოახდინა კომპანიის განვითარების ისტორიაში.

 

4. ტექნოლოგიები

 

guide 04

ინოვაციურ ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ექცევა კომპანიაში.


5. საწარმოო ხაზი

 

guide 05 1

 

 

6. მომავლის ტექნოლოგიები

 

guide 06


7. მაზდას სუვენირების მაღაზია

 

guide 07