მოდელები
MAZDA CX-5

მიმოხილვა

cx5 01.ts.1502180226139970


ახალი მაზდა CX-5


კომპაქტური ქროსოვერი, უსაფრთხო და სახასიათო


პირველი მოდელი, რომელშიც განხორციელდა ახალი თაობის SKYACTIV ტექნოლოგია და დიზაინის კონცეფცია „ KODO – Soul of Motion" [მოძრაობის სული]. KODO დიზაინი ვიზუალურად უფრო სიცოცხლის უნარიანი, დახვეწილი და სწრაფია. CX 5-ის ათლეტური აღნაგობა, რომელიც იწყება წინა ცხაურადან და გრძელდება უკანა მაშუქებამდე, შთაგონებულია მტაცებელ ცხოველზე – გეპარდზე დაკვირვებით. ავტომობილის გვერდხედი კი იძლევა მოწინავე დინამიკის შეგრძნებას. ახალი Mazda CX 5-ის სახით თქვენ იპოვით მეგობარს, რომელიც მოგანიჭებთ მართვის სიამოვნებას.
მთავარი ამოცანა ამ ავტომობილის შექმნისას იყო დიზაინი, მართვის კომფორტი და უსაფრთხოების მაღალი დონე და ყველაზე მთავარი – ეკონომიურობა. ხარისხი და უნივერსალურობა ეს კომპაქტური ქროსოვერი მოერგება ყველა მძღოლის მოთხოვნებს განურჩევლად ინტერესის, ასაკისა და ცხოვრების წესისა.

 

1ამ
2ამ
3ამ
4ამ






დიზაინი


cx-5 exterior gallery 01 master-


MAZDA CX-5 - სპორტული და ელეგანტური დიზაინი


ექსტერიერი

CX 5-ის ექსტერიერის დიზაინი ეფუძვნება Mazda-ს კონცეფციას  „KODO - Soul of Motion“, რომელიც გადმოგვცემს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გრაციოზული მტაცებლის - გეპარდის სიძლიერესა და დინამიკას. ძარის ამ ფორმით ჩვენ გვინდოდა გადმოგვეცა ბუნების სილამაზე და გეპარდის სვლის სტილი.

იმისათვის, რომ მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა სამი ძირითადი მახასიათებელი - მაღალი ხარისხის ძარა, დახვეწილი დიზაინი და მყიდველის აღფრთოვანება, ჩვენმა დიზაინერებმა და ინჟინერებმა ერთან იმუშავეს ავტომობილის ძარაზე. შედეგად ჩვენ მივიღეთ შეუდარებელი Mazda CX-5.


ინტერიერი

ავტომობილის ხარისხიანი მოპირკეთება და მართვით მიღებული სიამოვნება

ჩვენი დიზაინერები და ინჟინერები ერთობლივად მუშაობდნენ Mazda CX-5-ის ინტერიერზე, რათა შეექმნათ ჰარმონია მძღოლის, მგზავრებისა და სალონის სივრცეს შორის. თქვენ იგრძნობთ სრულ კონტროლს ავტომობილზე და მის შიდა აღჭურვაზე. 

პრემიუმ ხარისხის სალონის მოპირკეთება გამოიხატება ცენტრალური კონსოლის გაფორმებაში, რომელიც რბილი და დახვეწილია. თითოეული ელემენტი და კონტური ავსებს ერთმანეთს და ხაზს უსვავს ჩვენს მაღალ ხარისხს.

cx-5 interier

  • კომფორტული სალონი
  • ორ ზონიანი კლიამტ კონტროლი საშუალებას გაძლევთ მძღოლისა და წინა მზავრისათვის დააყენოთ სხვადასხვა ტემპერატურა
  • სავარძლლების გათბობა დამატებითი კომფორტის შესაქმნელად
  • 2.5 ძრავიანი მოდელებში თქვენ ისიამოვნებთ BOSE® აუდიო სისტემით.




უსაფრთხოება


Euro-NCAP

უსაფრთხო გადაადგილება

Mazda-ს აქტიური უსაფრთხოების ფილოსოფია განკუთვნილია იმისათვის რომ შეუზღუდავად მოგცეთ სრული ინფორმაცია თუ რა ხდება თქვენს გარშემო. ის გეხმარებათ მართოთ ავტომობილი დამაჯერებლად და უსაფრთხოდ.

ორმაგი წინა, გვერდითა და გვერდითა ფარდა უსაფრთხოების ბალიშები მოდის სტანდარტულ აღჭურვაში.  ასევე:

  • სხვადასხვა გზის საფარზე მოჭიდების სისტემა (Traction Control)
  • ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS)
  • ელექტრონული სტაბილიზაციის კონტროლი (ESC)
  • დამუხრუჭების ელექტრონული გამანაწილებელი (EBD)

SKYACTIV-BODY რომელის წყალობითაც CX-5 მსოფლიოში ყველაზე მკაცრი საგზაო შემთხვევების ტესტების მიხედვით ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია.

2.5 ძრავით აღჭურვილი მოდელები მოიცავს უკანა ხედვის კამერას (RVM), რომელიც დაგეხმარებათ უკუ სვლაში, ადაპტური მაშუქები (HBC) ავტომატურად არეგულირებს მაშუქებს საგზაო პირობების მიხედვით. მოძრაობის ზოლის მაფრთხილებელი სისტემა (LDWS) ინარჩუნებს უსაფრთხო სვლას თქვენს მიერ არჩეული სავალ ნაწილზე.


ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.





ტექნიკური მახასიათებლები

Blog-1-pic-1-Matt-Castrucci-Mazda-i-Activesense


Smart City Bracke Support (SCBS)


Mazda-ს ჭკვიანი მუხრუჭის სისტემა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ან შეამსუბუქოთ დარტყმის ძალა.

Adaptive Front-lighting System (AFS)


მაშუქების ავტომატური რეგულირება, რომელსაც გააჩნია 15 გრადუსიანი მოხვევის ფუნქცია ავტომობილის მოხვევის მიხედვით.

ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.