მოდელები
MAZDA 6

 

მიმოხილვა

2013 mazda mazda6 wagon 4 1920x1080


ახალი MAZDA 6 სრულყოფილების ცდუნება


ახალი მაზდა 6-ის სილამაზე ეს არ არის მხოლოდ ახალი დეტალების რაოდენობა, ეს არის მთელი ჰარმონია. მისი კონტურები სისწრაფისკენ და სიმსუბუქისკენ მიგვითითებენ, როგორც გეპარდის ნახტომი. მაზდას ახალი დიზაინი – ეს არის მოძრაობა, რომელიც გამოხატულია მეტალში. მისი შემოქმედი შთაგონებული იყო ბუნებით და მან ამ დიზაინს „ KODO – Soul of Motion" [მოძრაობის სული] დაარქვა.
ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა დარწმუნდეთ რომ Mazda 6 სცილდება სტანდარტებს. KODO დიზაინით შთაგონებული 2014 წლის მოდელი უმალვე გაგიღვივებთ მართვის სურვილს. სამი ძირითადი ცნება, რომელიც KODO დიზაინს ახასიათებს: სიჩქარე, გაწევა და ცდუნება. შედეგად ჩვენ მივიღეთ ფართო შესაძლებლობა კონტროლისა, დინამიური სიმძლავრე – სიცოცლისუნარიანი მოძრაობა, რაც ნათლად გამოხატულია ყველა დეტალში, მძლავრი მოძრაობა და მოხდენილი სილამაზე.

 

6ამ

6ბმ

3ამ

4ამ

 

დიზაინი

 

1236d

 

დიზაინი


სპორტული სედანი, რომელშიც თითოეული დეტალი მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე – Mazda 6 გახლავთ ავტომობლი, რომელიც უნდა მართოთ თავად. საკმარისია დაჯდეთ საჭესთან, და თქვენ თავად დარწმუნდებით ამაში.

 

ექსტერიერი


„მოძრაობა განხორციელებული მეტალში" – სწორედ ასე შეიძლება ავღწეროთ ახალი მაზდა 6-ის ექსტერიერი. „KODO – Soul of Motion" კონცეფციის შესაბამისად, მისი ძარა არის ექსპრესიული, რომელიც გადმოგვცემს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გრაციოზული მტაცებლის – გეპარდის სიძლიერესა და ინამიკას.

ამ ცხოველის სილამაზემ შთააგონა მაზდას თანამშრომლებს შეექმნათ რევოლუციოური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც გამოვა მაზდას სხვა მოდელები. კომპანიის დიზაინერები და ინჟინრები, რომლებიც მუშაობდნენ გამძლე დაამავე დროს მსუბუქ ძარაზე ასევე გაითვალისწინეს ყველა ტექნოლოგიური ასპექტი, რათა მიეღწიათ არა მხოლოდ ვიზუალური არამედ ფუნქციონალური ეფექტისათვის – აეროდინამიკური მახასიათებლები ახალ Mazda 6-ში კლასში საუკეთესოა.

 

ინტერიერი


ახალი Mazda 6 ინტერიერი გამოირჩევა კომფორტით, ერგონომიულობითა და თითოეული დეტალის მოხერხებულობით. საკმარისია აღმოჩნდეთ ახალი Mazda 6 სალონში და თქვენ ჩაეფლობით ახალ სამყაროში, ხოლო დახვეწილი და პარმონიული ატმოსფერო სალონში კიდევ უფრო კომფორტულს გახდის თქვენს მგზავრობას.

ახალი მრავალ მრავალფუნქციური საინფორმაციო დისპლეი ისე არის მოყწობილი, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი მძღოლის თვალის მოძრაობა მონაცემების წაკითხვისას. კომფორტული სავარძლები, მოსახერხებელი მრავალ ფუნქციური საჭე და Bose ® აუდიო სისტემა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა თქვენ თავი უფრო კომფორტულად გეგრძნოთ.

 

46363led



 

უსაფრთხოება

idd

უსაფრთხოება


აქტიური და პასიური უსაფრთხოების მაღალი დონე – აი რა გამოარჩევს ახალ Mazda 6-ს თავისი კლასის ავტომობილებისაგან. ინჟინერებმა შეიმუშავეს მყარი და მსუბუქი ძარა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მძიმე დატვირთვას.

ორმაგი წინა, გვერდითა და გვერდითა ფარდა უსაფრთხოების ბალიშები მოდის სტანდარტულ აღჭურვაში.

ახალი Mazda 6 ასევე აღჭურვილია ადაპტირებული განათების სისტემით (AFS), რომელიც დამატებითი ოფციის სახით არის მოცემული დაგეხმარებათ გზის საფარისა და მოსახვევების უკეთ განათებაში.

eggeged

 

 

ტექნიკური მახასიათებლები

2015-Mazda-6-Best-Wallpaper



დინამიკა

ახალი დინამიური მესამე თაობის ავტომობილი Mazda 6

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მძღოლმა შეიგრძნოს ყველა უპირატესობა კომფორტული ავტომობილის მართვისა. ამის მიღწევაში კი დაგვეხმარა რევოლუციური ტექნოლოგიის SKYACTIV-ის გამოყენება, რომლის დახმარებითაც Mazda 6-მა მოიპოვა საუცხოო დინამიური შესრულება. ფრონტალური წინაღობა მხოლოდ 0.27, ერთერთი საუკეთესო კლასში, რომელიც აუმჯობესებს საწვავის წვას და უზრუნველყოფს უკეთეს სტაბილურობას მაღალ სიჩქარეზე.

ეს ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა მის ძრავებში, გადაცემათა კოლოფებში, ძარაზე და სავალ ნაწილზე. ახალი ყველა მისი მფლობელი იგრძნობს როგორ გაუმჯობესდა ახალი Mazda 6-ის მართვა შედარებით წინა თაობასთან. მრავალი წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენმა ინჟინერებმა გააუმჯობესეს აეროდინამიკა, რამაც ახალი მაზდა მეტად დამყოლი, კომფორტული სამართავი და წარმოუდგენლად დინამიური გახადა.


 

SKYACTIV ძარის კონსტრუქცია


ძარის SKYACTIV ტექნოლოგიის საიდუმლო მაღალი სიმტკიცის ფოლადის გამოყენებაშია, რამაც 30% გაზარდა ძარის სიმტკიცე და ამავე დროს შემცირდა ავტომობილის ძარის მასა. ამ ტექნოლოგიის წყალობით გაუმჯობესდა დინამიკა და უსაფრთხოების დონე გაიზარდა.

SKYACTIV ძრავები და გადაცემათა კოლოფები

SKYACTIV -G 2.0 ლიტრიანი პირდაპირი შეფრქვევის ძრავები შესაძლებელია როგორც მექანიკურ გადაცემათა კოლოფებზე, ასევე 6 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფებზე. ეს ძრავები შეესაბამება გარემოს ეკოლოგიის ნორმებს და გამოირჩევა ეკონომიურობით.

SKYACTIV-G 2.0 MT

მაქს. სიმძლავრე: 114 კვტ (152 ც.ძ) /6,000 ბწ

მაქს. მაბრუნებელი მომენტი: 200 ნმ/4,000 ბწ

SKYACTIV-G 2.0 AT

მაქს. სიმძლავრე: 114 კვტ (152 ც.ძ) /6,000 ბწ

მაქს. მაბრუნებელი მომენტი: 200 ნმ/4,000 ბწ

SKYACTIV-G 2.5

მაქს. სიმძლავრე: 138 კვტ (185 ც.ძ.) /5,700 ბწ

მაქს. მაბრუნებელი მომენტი: 250 ნმ/3,250 ბწ

 

i-stop სისტემა


საწვავის წვის ეფექტურობა დისკომფორტისა და კომპრომისების გარეშე

i-stop სისტემა ყენდება Mazda 6-ის ყველა კომპლექტაციაში, რაც დამახასიათებელი არ არის ამ კლასის ქროსოვერებისათვის. ეს სისტემა აუმჯობესებს ავტომობილის ეკონომიურობას 5%-მდე, რაც გამოხატება ძრავის გათიშვაში საცობებსა და წითელ შუქნიშანზე.ინტელექტუალური სისტემის წყალობით თქვენ ვერც კი შეამჩნევთ ძრავის გამორთვასა და ჩართვას, რადგან თქვენი ავტომობილის ძრავი ყოველთვის მზად არის გემსახუროთ, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ.

 

i-ELOOP სისტემა


Mazda ყოველთვის ცდილობს იყოს ელეგანტური და ინოვაციური საინჟინრო გადაყწვეტილებების მიმღები.ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ Mazda 6 აღჭურვილია დამუხრუჭების ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის დანაკარგის შემცირებას უკომპრომისოდ.

ეს გახლავთ i-ELOOP რევოლუციური კონცეფცია – რომელიც აგროვებს დაკარგულ ენერგიას, რომელიც მოყვება დამუხრუჭებას და ინახავს მას, როგორც ელექტოენერგიის წყაროს სპეციალურად დამატებულ მაღალი სიმძლავრის ორმაგ ელექტრო კონდესატორში (EDLC), ხოლო ავტომობილის დაძვრისას ხდება ამ ელექტრო ენერგიის გამოყენება.

კომპლექტაცია და ფასები
 

Mazda 6 2.0 6AT Core.pdf
 

Mazda 6 2.5 6AT Core.pdf