მოდელები
MAZDA 3

მიმოხილვა

2014-mazda3-sedan1



MAZDA 3 - პროგრესის პიკზე


მაზდა3-ს შეუდარებელი დინამიური მახასიათებლები გააჩნია, რომლებიც მას სხვა ავტომობილებთან შედარებით მრავალ უპირატესობას ანიჭებენ.
მაზდა3 უპირველეს ყოვლისა დინამიური ავტომობილია. ამასთან ერთად ორიგინალური და გაუმჯობესებული ტექნოლოგიები ამ ავტომობილში უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ კომფორტს, საწვავის ეკონომიასა და უსაფრთხოებას.
მაზდა3-ის ათლეტურ ექსტერიერს არაჩვეულებრივად ავსებს მისი დახვეწილი ინტერიერი. წინა ბამპერი და რადიატორის ცხაური ასახავენ მაზდა3-ის აეროდინამიურ მახასიათებლებს, ხოლო ორიგინალური მსუბუქი ლითონის დისკები აერთიანებენ ელეგანტურობასა და ფუნქციონალურობას.
ავტომობილის პრაქტიკული სილამაზე კარგად ჩანს მაზდა3-ის სალონის დათვალიერებისას. მაზდა3-ის ინტერიერი პრაქტიკულად და ფუნქციონალურად არის შედგენილი და ის ასევე ძალზედ მიმზიდველია. ინსტრუმენტული დაფადა საინფორმაციო დისპლეი მოხერხებულია და მარტივად გამოსაყენებელი. მაზდა3-ის სავარძლებმაც კი განიცადეს დიზაინისა და ტექსტურის არსებითი ცვლილება და არაჩვეულებრივი კომფორტის შესაქმნელად რამდენიმე სტილი გააერთიანეს.
დინამიკა, სტილი და ათელეტურობა წარმოადგენენ ავტომობილის განუყრელ ნაწილს, რომლშიც ძლიერი ულტრაეფექტური ძრავი იდეალურად შეესაბამება აეროდინამიურ ფუნქციებს, ძარის მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს, დაკიდების სისტემისა და საჭის მართვის სისტემის ცვლილებებს.
ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს, სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.

 

MAZDA 3 – დინამიკა, კომფორტი და უსაფრთხობა


ახალი მაზდა3-ის საჭესთან შეიგრძენით კომფორტის, მართვისა და დინამიკის ახალი დონე.
ახალ მაზდა3-ში ჩასხდომისას თქვენ ყოველ დეტალთან მიმართებაში იგრძნობთ კომფორტის უფრო მაღალ დონეს. ინტერიერის წინა ნაწილში ძარის დგარების ფორმა და განლაგება უზრუნველყოფენ გზის კარგ ხილვადობას. ფართო უკანა ფანჯარა და კომპაქტური თავის საყრდენები ხელს უწყობენ ბუნებრივ განათებასა და კარგ ხილვადობას.
არაჩვეულებრივი ხილვადობა – ეს მაზდა3-ის ინტერიერის მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია. სავარძლების ქსოვილის ფაქტურა რბილი სამაჯურებითდა ფართო ბალიშებით უზრუნველყოფენ ზურგისა და ფეხების კარგ საყრდენს მაღალი მძღოლისთვისაც კი.
მაზდა3-ის ინტერიერი გამოირჩევა განსაკუთრებული სტილითა და დახვეწილობით. თუმცა ავტომობილის არსი არა მხოლოდ მის მიმზიდველ დიზაინშია. წამოწეული ცენტრალური დისპლეი და საჭეზე არსებული გადამრთველები უზრუნველყოფენ ინსტრუმენტული დაფის და მართვის კონსოლის სიმარტივეს. მაზდა3-ის ინსტრუმენტული დაფა განახლებული განათებით გაცილებით უფრო ადვილად აღქმადია.
მაზდა3-ის ძარისა და შასის კარგად გააზრებული კონსტრუქციის წყალობით ამ ავტომობილის მართვა გაცილებით სასიამოვნო გახდა და სალონში ხმაურიც არ შემოდის. მძღოლისა და მგზავრების კომფორტს დიდი ყურადღება მიექცა, რაც იგრძნობა ნებისმიერ ეტაპზე: აჩქარებისას, მოსახვევებსა და დამუხრუჭებისას.

სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.
სპორტული, ელეგანტური და დახვეწილი
მაზდა3-ის სტილი და სალონის ელეგანტურობა იდეალურად ერწყმის მის ათლეტურ გარეგნობას. მაზდა3-ის დიზაინში არსებული ყველა დეტალი ასახიერებს სრულყოფილებისადმი სწრაფვას.

 

 

1ამ

2ამ

3ამ

4ამ

 





დიზაინი


2013 mazda vector 3-2560x1440


MAZDA 3 -სტილის, კომფორტის, ჰარმონიისა და პრაქტიკულობის ერთობლიობა

 

ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.
სპორტული, ელეგანტური და დახვეწილი
მაზდა3-ის სტილი და სალონის ელეგანტურობა იდეალურად ერწყმის მის ათლეტურ გარეგნობას. მაზდა3-ის დიზაინში არსებული ყველა დეტალი ასახიერებს სრულყოფილებისადმი სწრაფვას.


ექსტერიერი


მაზდა 3-ის სტილი აერთიანებს ელეგანტურობასა და პრაქტიკულობას. წინა ბამპერი აძლიერებს მაზდა3-ის მამაკაცურ, ათლეტურ შეხედულებას. ოსტატურად მოფიქრებული წინა ბამპერის ფორმა ავტომობილს მიმზიდველს ხდის და აუმჯობესებს საჰაერო ნაკადების მიმართვას წინა თვლების გარსშემომდინებზე. ნისლსაწინააღმდეგო მაშუქების შეცვლილი მდებარეობა აუმჯობესებს აეროდინამიკურ მახასიათებლებს.
ვიზუალური მიმზიდველობისა და საუკეთესო დინამიური მახასიათებლების ერთობლიობა ასევე თვალშისაცემია ვტომობილის უკანა მხარეს, სადაც მაზდა3-ის დიზაინში წარმოდგენილია ბამპერი, რომელიც ხელს უწყობს ბარგის მოხერხებულ ჩატვირთვას და ფართო რეფლექტორები, რომლებიც ქმნიან სიძლიერის შთაბეჭდილებას კომპაქტური მოცულობის პირობებში. 10 მანის მქონე 16 დიუმიანი მსუბუქი ლითონის დისკები, რომელთაც ფართოჭრილიანი 17 დიუმიანი დიზაინი აქვთ, ხაზს უსვამენ ავტომობილის სპორტული სიძლიერის გარეგრნობას, რაც მაზდა3-ის სტილის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს.
ძარის ახალი ფერის (Autumn Bronze Mica) გამო მაზდა3 უფრო მეტად მიმზიდველი გახდა.


ინტერიერი


მაზდა 3-ში ყველაფერი მძღოლისა და მგავრების კომფორტისთვის არის მოწყობილი.
ახალი მრავალფუნქციური საინფორმაციო დისპლეი ისე არის განლაგებული, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი მძღოლის თვალის მოძრაობა მონაცემების წაკითხვისას.
მაზდა 3-ის ინსტრუმენტული დაფა რჩება შავ ფერში ვერცხლისფერი მოპირკეთებით. აუდიო სისტემისა და კლიმატკონტროლის მართვის ღილაკების ვერცხლისფერი მოპირკეთება არა მხოლოდ მიმზიდველ დიზაინს ქმნის, არამედ მძღოლს აძლევს საშუალებას მარტივად იპოვოს სასურველი ელემენტი ავტომობილის მართვისას.

 

2015-mazda-3-25l-hatchback-inline2-photo-644852-s-original





უსაფრთხოება


mazda3-iihs2-lead

 

ავტომობილის მართვისას მიღებული სიამოვნება და ამასთან უსაფრთხო გადაადგილება

სრულყოფილად არის კომბინირებული MAZDA 3-ში.



მაზდა 3– ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია თავის კლასში.
მაზდა 3 გამორჩეულია უსაფრთხოების მაღალი დონით. სინამდვილეში, ის, ერთ–ერთი საუკეთესოა ამავე კლასის ავტომობილებში.
მიიღო რა 5 ქულა Euro NCAP-ის სისტემის მიხედვით, მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა არ წარმოადგენს მაზდა 3–ისთვის არჩევით ოფციას. ახალ მაზდა 3–ში ეს უკვე ავტომობილის განუყოფელი ნაწილია. მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია მაზდა-ს მიერ შემუშავებული დარტყმის ძალის განაწილებისა და შთანთქმის წამყვანი სისტემა. ძარას საფუძვლად უდევს უნიკალური სივრცითი სისტემა „Triple Н“, ამასთან საყრდენების შუა დამატებითი გამაგრება უზრუნველყოფს დარყმისას დამატებით დაცვას. ძარის კარკასის დასამზადებლად გამოყენებული მასალების ხარჯზე დარტყმის ძალა ეფექტურად შთაინთქმება, რაც მახასიათელების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა და დინამიური სტაბილიზაციის სისტემა ასევე უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას. თუ გჭირდებათ წინა უკანა და გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები, თქვენ მათ უკვე მაზდა3-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში იხილავთ. ESS სისტემის მეშვეობით, რომელიც განათების საავარიო სიგნალიზაციაა, მკვეთრი დამუხრუჭებისას აფრთხილებს უკან მომავალი ავტომობილის მძღოლს საგანგებო საავარიო განათების ავტომატური ჩართვით. აქტიური თავის მისაყრდნობი შემუშავებულია სპეციალურად უკანა მხრიდან შეჯახების შედეგების შემცირების მიზნით, ხოლო უსაფრთხოების ღვედები აღჭურვილია უკუდამჭიმებით.
Bi-Xenon-ის მაშუქები და ადაპტური ანათების სისტემა ხელმისაწვდომია ოფციის სახით.
რათქმაუნდა, ავტომობილის უსაფრთხოების დონე მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას, რის შედეგადაც ისიამოვნებთ მაზდა3-ის მართვისას Zoom-Zoom სტილით.

 

ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს.





ტექნიკური მახასიათებლები

IMG 8358



MAZDA 3 - არაჩვეულებრივი დინამიური მახასიათებლები


არაჩვეულებრივი დინამიური მახასიათებლები – ცნობილი ოსტატების მუშაობის შედეგია. განსაკუთრებული მანევრირება და ამასთან კომფორტი და უსაფრთხოება, ეს მაზდა3 -ია.
ჩქაროსნულ გზებზე, მკვეთრ აღმართებზე, სერპანტინებსა და დიდი ქალაქების ქუჩებში სწრაფად მოძრაობისთვის სპეციალურად შექმნილ ავტომობილი მაზდა3 არაჩვეულებრივად იმართება და მას ძლიერი ძრავი გააჩნია, რაც მგზავრობის ნებისმიერ წუთს სიამოვნებას განიჭებთ. ყველაფერი ეს შესაძლებელი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და შესაბამის კლასში საუკეთესო მახასიათებლებით.
მაგალითად, უფრო ნაკლებწონიანი ავტომობილები საწვავის ნაკლები ხარჯვითა და სპორტული მანევრირებული მართვით ხასიათდებიან. ეს აისახა მაზდა3-ის წონის შემცირებისკენ სწრაფვაში მაღალმედეგი ლითონის გამოყენების შედეგად. თითოეული გრამის გათვალისწინების სტრატეგიამ შედეგად ის გამოიღო, რომ ახალი მაზდა3 თავის კლასის ავტომობილებში ზომისა და წონის საუკეთესო შეფარდებით ხასიათდება.
ხმაურის დონე
აეროდინამიკისა და დიზაინის გაუმჯობესებამ გამოიწვია ხმაურის დონის შემცირება მგზავრობის დროს. ჰაერის წნევის ცვალებადობა, რომელიც ხმაურს იწვევს, მნიშვნელოვნად შემცირდა ძარის სიმტკიცის გაზრდის საფუძველზე. რადიატორის წინა ცხაურისა და ბამპერის ახალმა დიზაინმა გააუმჯობესა ჰაერის ნაკადების განაწილება მაზდა3-ის ირგვლივ და მის ქვემოთ, რამაც თავის მხრივ შეამცირა ხმაურის დონე და მაზდა3-ის საწვავის დანახარჯი.
გადაცემათა ოპტიმალური ცვლა
მექნიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელებში ცენტრალურ დისპლეიზე გამოტანილი გადაცემათა ცვლის ახალი ინდიკატორი იუწყება, თუ როდის უნდა მოხდეს ესა თუ ის გადაცემის შეცვლა მგზავრობის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. სწორ გზატკეცილზე თუ დამრეც აღმართებზე, მართვის შესახებ მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, მგრძნობიარე სატერფულები და მაზდა3-ის ელვისებური აჩქარება უზრუნველყოფენ საუკეთესო მართვასა და დინამიკას ამ კლასის ავტომობილებში.
მოძრაობის ჰარმონია
მაზდა3–ის ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ სიგლუვისა და ჰარმონიის ახალ დონეს მოძრაობის ყველა ეტაპზე: აჩქარების დროს, მოსახვევებსა და დამუხრუჭებისას. გარდა იმისა, რომ მაზდა იყენებს დამუხრუჭებისა და აჩქარების სისწრაფეს, ის ასევე უზრუნველყოფს კომფორტს, ზუსტ მანევრირებასა და სტაბულირობას. მაზდა3-ში სიძლიერისა და გლუვი სვლის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მექანიკური ელემენტები მოიცავენ მოძრაობის მართვის სისტემას, ელექტროჰიდრავლიკური გამაძლიერებლის მქონე ოპტიმიზებულ საჭის მართვას და კარგად დარეგულირებულ წინა და უკანა ამორტიზატორებს.

 

ამ სურათებზე წარმოდგენილი მოდელები შეიძლება ზუსტად არ შეესაბამებოდეს საქართველოში ოფიციალურად მოწოდებულ სპეციფიკაციებს, ფერებს და სალონისა და ძარის სხვადასხვა დეტალს და შეიძლება ფაქტიური მოდელებისგან განსხვავებული იყოს