გარანტია

 

asfed



“მაზდა ცენტრი თეგეტა“ გთავაზობთ განახლებულ საგარანტიო პირობებს მაზდას მარკის მთელ სამოდელო რიგზე.

საგარანტიო ვადები განისაზღვრება 5 წლით ან 150 000 კმ გარბენით, რომელიც უფრო ადრე დადგება.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ გარანტიას იძლევა ავტომობილის ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში აღმოჩენილ
ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე საგარანტიო ვადის პერიოდში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

გარანტია არ ვრცელდება მხოლოდ იმ დეტალებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ბუნებრივ ცვეთას (სამუხრუჭე ხუნდების და სამუხრუჭე დისკების ცვეთა, კენჭებისაგან საღებავის ზედაპირის დაზიანება და ა.შ).
ასევე არასწორი ექსპლოატაციით ან სერვისით, ავარიით ან კონსტრუქციაში შეტანილი Mazda-ს არავტორიზებული პირის მიერ თვითნებური ცვლილებებით გამოწვეულ დაზიანებებს.

საგარანტიო ვალდებულებები:
- ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს გეგმიური მომსახურება მაზდას ავტორიზირებულ სერვის ცენტრებში, ყოველი 10 000 კილომეტრის გავლს შემდეგ, ან 6 კალენდარულ თვეში ერთხელ (რომელიც უფრო ადრე დადგება).
- ავტომობილში რაიმე სახის გაუმართაობის გამოვლენისთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს ავტორიზირებულ სერვის ცენტრს.