პირველი მოდელი, რომელშიც განხორციელდა ახალი თაობის SKYACTIV ტექნოლოგია და დიზაინის კონცეფცია „ KODO – Soul of Motion" [მოძრაობის სული]. KODO დიზაინი ვიზუალურად უფრო სიცოცხლის უნარიანი, დახვეწილი და სწრაფია. CX 5-ის ათლეტური აღნაგობა, რომელიც იწყება წინა ცხაურადან და გრძელდება უკანა მაშუქებამდე, შთაგონებულია მტაცებელ ცხოველზე – გეპარდზე დაკვირვებით. ავტომობილის გვერდხედი კი იძლევა მოწინავე დინამიკის შეგრძნებას. ახალი Mazda CX 5-ის სახით თქვენ იპოვით მეგობარს, რომელიც მოგანიჭებთ მართვის სიამოვნებას.
მთავარი ამოცანა ამ ავტომობილის შექმნისას იყო დიზაინი, მართვის კომფორტი და უსაფრთხოების მაღალი დონე და ყველაზე მთავარი – ეკონომიურობა. ხარისხი და უნივერსალურობა ეს კომპაქტური ქროსოვერი მოერგება ყველა მძღოლის მოთხოვნებს განურჩევლად ინტერესის, ასაკისა და ცხოვრების წესისა.