ნავიგაცია

close

აშშ-ს გარემოს დაცვამ Mazda ეკო-ლიდერ მწარმოებლად დაასახელა

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ 2017 წლის შემაჯამებელი რეპორტი გამოაქვეყნა. საწვავის ეკონომიის მხრივ ავტომწარმოებლებს სააგენტო 1975 წლიდან აფასებს. 2017 წელს კი ლიდერად Japan-Mazda Motor Corporation დაასახელეს. 

რეპორტი აჯამებს საწვავის აკონომიის ტენდენციებს და აფასებს ავტომწარმოებლებს მოდელების მიხედვით. მაზდას საშუალო მოხმარება იყო 29.6 მილისთვის 1 გალონი (ანუ 12.58425 კმ - ლიტრით) ანუ რეალური საშუალო წვა 100 კმ-ზე 7 ლიტრი.  

მაზდას მისიაა გაამდიდროს ადამიანების ცხოვრება ეკოლოგიურად და ახალი ტექნოლოგიების განვითარების წყალობით წლიდან წლამდე აღწევს თავის მიზნებს. SKYACTIV ტექნოლოგია არის მაზდას პირველი პრიორიტეტი: ინოვაცია, ენერგიის ეფექტური გამოყენება, მანევრირებადი კორპუსი და შასი. 

მაზდა იმედს იტოვებს, რომ შექმნის მომავალს, რომელშიც ადამიანებს და დედამიწას შეეძლება თანაარსებობა ზიანის მიყენების გარეშე.